რეკლამის ადგილი (728x90)

წესები

ტურნიკზე მიზიდვის წესები ქალებისა და გოგონებისათვის
ტურნიკზე მიზიდვის წესები ქალებისთვის 1. საწყისი პოზიცია – ჩავლება ხელისგულებით სახისკენ: ჩაავლეთ ძელს ორივე ხელი ისე, რომ ხელისგულები მიმართული იყოს თქვენსკენ (იხილეთ ფოტო). დაეკიდეთ თავისუფლად, ორივე მკლავი გაშალეთ ბოლომდე.

2. მსაჯის სიგნალის შემდეგ დაიწყეთ მიზიდვების კეთება – ასწიეთ სხეული ისე, რომ ნიკაპი ასცდეს ჰორიზონტალურ ძელს.

3. შემდეგ ჩამოუშვით სხეული საწყის პოზიციაში. მკლავების ბოლომდე გაშლა აუცილებელი არ არის.

4. მიზიდვებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა ნებაყოფლობითია.

5. დაუშვებელია მიზიდვების შესრულება სხეულის ან ფეხების რხევებისა და ბიძგების დახმარებით. მიზიდვები უნდა შესრულდეს მაქსიმალურად „სუფთად“.

ტურნიკზე მიზიდვის წესები მამაკაცებისა და ბიჭებისთვის
ტურნიკზე მიზიდვის წესები მამაკაცებისთვის
1. საწყისი პოზიცია – ჩავლება ხელისგულებით სახის საპირისპიროდ: ჩაავლეთ ძელს ორივე ხელი ისე, რომ ხელისგულები მიმართული იყოს თქვენგან საპირისპირო მხარეს (იხილეთ ფოტო). დაეკიდეთ თავისუფლად, ორივე მკლავი გაშალეთ ბოლომდე.

2. მსაჯის სიგნალის შემდეგ დაიწყეთ მიზიდვების კეთება – აწიეთ სხეული ისე, რომ ნიკაპი ასცდეს ჰორიზონტალურ ძელს.

3. დააბრუნეთ სხეული საწყის პოზიციაში.

4. შემდეგი მიზიდვის დაწყებამდე, საწყის პოზიციაში უნდა შეისვენოთ მინიმუმ 1 წამის განმავლობაში.

5. დაუშვებელია მიზიდვების შესრულება სხეულის ან ფეხების რხევებისა და ბიძგების დახმარებით. მიზიდვები უნდა შესრულდეს მაქსიმალურად „სუფთად“.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.