რეკლამის ადგილი (728x90)

Tuesday, September 1, 2015

კატეგორია: ,

თემურ დადიანი – World Pull-Up Day 2015–ის კეთილი ნების ელჩი

რეკორდები სიახლეები
თემურ დადიანი – WPD 2015–ის ამბასადორიორგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული პროექტის, World Pull-Up Day 2015–ის კეთილი ნების ელჩია. იგი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ლოკალურ ღონისძიებას წარმოადგენს.

World Pull-Up Day–ის კეთილი ნების ელჩები (ამბასადორები) საზოგადოების ცნობილი წევრები არიან, რომლებიც თავიანთი ჩართულობით პოპულარიზაციას უწევენ პროექტს ეროვნული და მსოფლიო მასშტაბით. გასულ წელს ამბასადორებს შორის იყვნენ რუსული შოუ–ბიზნესის ვარსკვლავი ტიმატი, მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელი ალექსანდრ კოკორინი და ოლიმპიური მედალოსნები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

World Pull-Up Day სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) პატრონაჟით ხორციელდება. პროექტის მიზანია მოხალისეთა ჯგუფების მიერ ერთი დღის განმავლობაში ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვების შესრულება და ამგვარად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, აგრეთვე ფონდების მოძიებას საქველმოქმედო დანიშნულებით. მიმდინარე წელს პროექტში 60–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის – საქართველოც იღებს მონაწილეობას. ადგილობრივი ღონისძიება 12 სექტემბერს თბილისში, ე.წ. „წითელ ბაღში“ ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო რეკორდების დამყარებაც იგეგმება.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.