რეკლამის ადგილი (728x90)

Thursday, September 10, 2015

კატეგორია: ,

საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები World Pull-Up Day–ის პრომო აქციას შეუერთდნენ

რეკორდები სიახლეები
ირაკლი ვეკუა World Pull-Up Day–ის პრომო აქციაში
საქართველოს რეკორდების ფედერაცია World Pull-Up Day–ის პრომო აქციაში ჩაერთო. ფედერაციის წევრების ფოტოები დღეს პროექტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს World Pull-Up Day–ის კეთილი ნების ელჩმა – თემურ დადიანმა, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა მამუკა ორმოცაძემ და მსოფლიო რეკორდსმენმა ირაკლი ვეკუამ. მათ პროექტის ლოგოს თანხლებით ფოტოები გადაიღეს და საზოგადოებას ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

World Pull-Up Day სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) პატრონაჟით ხორციელდება. პროექტის მიზანია მოხალისეთა ჯგუფების მიერ ერთი დღის განმავლობაში ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვების შესრულება და ამგვარად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, აგრეთვე ფონდების მოძიებას საქველმოქმედო დანიშნულებით. მიმდინარე წელს პროექტში 60–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის – საქართველოც იღებს მონაწილეობას. ადგილობრივი ღონისძიება 12 სექტემბერს თბილისში, ე.წ. „წითელ ბაღში“ ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო რეკორდების დამყარებაც იგეგმება.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.