რეკლამის ადგილი (728x90)

Friday, September 18, 2015

კატეგორია: ,

ქართველმა რეკორდსმენებმა World Pull-Up Day აღნიშნეს

რეკორდები სიახლეები
ძელზე მიზიდვის მსოფლიო დღე – საქართველოს რეკორდების ფედერაციის წევრები
12 სექტემბერს მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაში World Pull-Up Day (ტურნიკზე მიზიდვის მსოფლიო დღე) აღინიშნა. პროექტს საქართველოც შეუერთდა – აქციაში ქართველი რეკორდსმენები ჩაერთნენ და ძელზე მიზიდვები შეასრულეს. ღონისძიება მსოფლიო რეკორდის დამყარებით დასრულდა.

ადგილობრივი აქცია ე.წ. „წითელ ბაღში“, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ფედერაციის წარმომადგენლებმა ძელზე მიზიდვები შეასრულეს და რეზულტატები სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმებში დააფიქსირეს. სპეციალურად ამ დღისთვის პანკისის ხეობიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა სპორტსმენი მუხმად მუთოშვილი, რომელმაც ტურნიკზე საჩვენებელი ვარჯიშები შეასრულა და ღონისძიება სთრით ვორქაუთის ელემენტებით გააფორმა. ღონისძიების მთავარი ნაწილი კი მსოფლიო რეკორდის დამყარება იყო: 25 წლის გიორგი ფუტკარაძემ ერთი წუთის განმავლობაში 50 მიზიდვა შეასრულა და გინესის მოქმედ რეკორდს 7 ერთეულით გადააჭარბა.

საერთო ჯამში, საქართველოდან შვიდმა მონაწილემ 160 მიზიდვა შეასრულა. მონაცემები სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციას გადაეგზავნა. გლობალური რეიტინგი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

World Pull-Up Day სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) ყოველწლიური საქველმოქმედო–სპორტული პროექტია და მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგრეთვე ფონდების მოძიებას საქველმოქმედო დანიშნულებით. საქართველოში World Pull-Up Day–ის ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.


 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.