რეკლამის ადგილი (728x90)

Monday, August 3, 2015

კატეგორია:

“World Pull-Up Day”–ის განახლებული ვებგვერდი აქვს

სიახლეები
World Pull-Up Day–ს განახლებული საიტი აქვს
3 აგვისტოს “World Pull-Up Day”–ს ადმინისტრაციამ ახალი ვებ–გვერდი აამოქმედა. საიტზე ინფორმაცია ახლა უკვე სამ ენაზეა ხელმისაწვდომი. აგრეთვე, შეიცვალა სტრუქტურა და დიზაინი.

განახლებულ ვებ–გვერდზე განთავსებულია ვრცელი ინფორმაცია ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ინდივიდუალური განყოფილებები აქვს დათმობილი პროექტის აღწერას, წესებსა და ინსტრუქციებს, აგრეთვე გასული წლის შედეგებს და ფოტო გალერეას. მთავარ გვერდზე გამოტანილია რუკა, რომელზეც მონიშნულია ღონისძიების ჩატარების ადგილები და დეტალური მონაცემები თითოეული ლოკაციის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთათვის ფუნქციონირებს ონლაინ–რეგისტრაციის ფორმა.

შეგახსენებთ, რომ World Pull-Up Day (ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე) მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგადას, აგრეთვე ფონდების მოძიებას სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. პროექტს ახორციელებს სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF). ღონისძიებას წელს პირველად საქართველოც უერთდება.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.