რეკლამის ადგილი (728x90)

Wednesday, August 19, 2015

კატეგორია: ,

“რეკორდსმენთა რესპუბლიკა” World Pull-Up Day 2015–ის პარტნიორი გახდა

რეკორდები სიახლეები
რეკორდსმენთა რესპუბლიკა – Record Holders Republic
უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი ორგანიზაცია – „რეკორდსმენთა რესპუბლიკა” (Record Holders Republic) World Pull-Up Day 2015–ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში RHR–ი ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღეზე დამყარებულ რეკორდებს დააფიქსირებს.

მხარეებს შორის შეთანხმება 12 აგვისტოს შედგა. პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება სთრით ვორქაუთის მსოფლიო ფედერაციის რეკორდების (WSWCF) მენეჯერმა – დავით ბეგიაშვილმა და „რეკორდსმენთა რესპუბლიკის” პრეზიდენტმა – დინ გოულდმა მიიღეს.

შეთანხმების მიხედვით, „რეკორდსმენთა რესპუბლიკა” აღრიცხავს და დაარეგისტრირებს World Pull-Up Day 2015–ის ღონისძიებაში ჩართული მოხალისეების რიცხვსა და მათ მიერ 24 საათის განმავლობაში შესრულებული მიზიდვების ჯამურ რაოდენობას. რეკორდების დასამყარებლად ღონისძიებაში მინიმუმ 5 000 მონაწილის ჩართვა და 6 000 მიზიდვის შესრულება იქნება საჭირო, თუმცა ორგანიზატორები გაცილებით უკეთეს შედეგს ელოდებიან.

მასობრივი რეკორდის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილია ინდივიდუალური კატეგორიის რეკორდის დამყარებაც – 25 წლის გიორგი ფუტკარაძე შეეცდება, გააუმჯობესოს მოქმედი მსოფლიო რეკორდი 1 წუთის განმავლობაში ტურნიკზე მიზიდვაში. გინესის მსოფლიო რეკორდების ინფორმაციით, ამ სახეობაში უმაღლესი შედეგი 43 მოძრაობაა და სინგაპურელ სპორტსმენს ეკუთვნის.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკა” უმაღლესი მიღწევების რეგისტრაციას 2001 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე შეიქმნა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!), 2015 წელს კი ჩატარდა რეკორდსმენთა პირველი გუნდური შეჯიბრი – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასი”, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა რეკორდსმენებმაც მიიღეს. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, აგრეთვე, დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში. მიმდინარე წლის 1–ელ ივლისს RHR–ის წარმომადგენლად საქართველოში დავით ხარატიშვილი დაინიშნა.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.