რეკლამის ადგილი (728x90)

Tuesday, August 18, 2015

კატეგორია: ,

საინფორმაციო ცენტრების ქსელი World Pull-Up Day–ის მედიაპარტნიორი გახდა

მედია სიახლეები
საინფორმაციო ცენტრების ქსელი
საინფორმაციო ცენტრების ქსელი reginfo.ge საქართველოში World Pull-Up Day 2015–ის მედიაპარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებს გააშუქებს.

მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული ღონისძიება - „ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე“ (World Pull-Up Day) 12 სექტემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პროექტს ეროვნული მასშტაბით ახორციელებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მსოფლიო რეკორდების დამყარებაც.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge), მცხეთა-მთიანეთის (www.icmm.ge), ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს და საინფორმაციო ცენტრს 16 100 (www.16100.ge). 2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ცენტრების ქსელმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.