რეკლამის ადგილი (728x90)

Thursday, August 13, 2015

კატეგორია:

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

სიახლეები
WPD რეგისტრაცია დაიწყო
World Pull-Up Day 2015–ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია. ამ დროისათვის პროექტს უკვე შეუერთდა 24 გუნდი მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

რეგისტრაცია პროექტის ვებ–გვერდზე, ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. პროცედურის გავლის შემდეგ თითოეულ გუნდს ენიჭება შესაბამისი ადგილი სპეციალურ რუკაზე, აგრეთვე მიეთითება ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი. გარდა ამისა, რუკაზე აღინიშნება ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის, სპონსორის, კეთილი ნების ელჩისა და მთავარი მსაჯის შესახებ.

მიმდინარე წელს World Pull-Up Day–ის აქციას საქართველოც უერთდება. ადგილობრივ ღონისძიებას საქართველოს რეკორდების ფედერაცია გაუწევს ორგანიზებას. ჩატარების ადგილი და სხვა დეტალები WPD რუკაზე უახლოეს მომავალში განთავსდება.

World Pull-Up Day (ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე) მასშტაბური საქველმოქმედო–სპორტული ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგადას, აგრეთვე ფონდების მოძიებას სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. პროექტს ახორციელებს სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF). გასულ წელს ღონისძიებას 57 ქვეყანა შეუერთდა, მოხალისეთა რაოდენობამ კი 14 ათასს გადააჭარბა.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.