რეკლამის ადგილი (728x90)

Saturday, June 27, 2015

კატეგორია:

საქართველოში “World Pull-Up Day 2015” ჩატარდება

სიახლეები
World Pull-Up Day - ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე
მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული პროექტი – World Pull-Up Day (ტურნიკზე მიზიდვის საერთაშორისო დღე) საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ადგილობრივ ღონისძიებას საქართველოს რეკორდების ფედერაცია გაუწევს ორგანიზებას. ღონისძიება 12 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

World Pull-Up Day მასობრივი საქველმოქმედო–სპორტული აქციაა. პროექტს ახორციელებს სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF). ღონისძიების მიზანია, ერთი დღის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, მოხალისეთა ჯგუფების მიერ ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვების შესრულება და ამით ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგადა, აგრეთვე ფონდების მოძიება სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.

შარშან ღონისძიებაში 57 ქვეყნიდან 14 000–ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, შესრულებული მიზიდვების საერთო რაოდენობამ კი 167 759 შეადგინა. მიმდინარე წლის World Pull-Up Day–ზე ორგანიზატორები უფრო მაღალ აქტივობას ელოდებიან და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიო რეკორდის დამყარებასაც იმედოვნებენ.

სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF) უმაღლესი მმართველი ორგანოა ე.წ. „ქუჩის ვარჯიშების“ (Street Workout) სფეროში. ფედერაციის ცენტრალური ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს და ამჟამად 60 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი WSWCF–ის მსოფლიო რეკორდების მენეჯერად დაინიშნა.

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.